სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქართველი ბიზნესმენების დიდი უმრავლესობა მონდომებული იქნება რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კირვალიძის თქმით, საკითხი დაძრულია, მზადყოფნის შესახებ განცხადებები გაკეთებულია.
„შემდეგი არის კერძო სექტორის ჩართვა, ქართველი მეწარმეებისთვის კონკრეტული შეთავაზება" - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ქართულ კომპანიებთან კონსულტაციები დღეს დაიწყება.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი დღესვე გეგმავს შეხვდეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და რათა სამუშაო გეგმა ერთობლივად შეიმუშაონ.