ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

"ქართული დასის  ლიდერი, ჯონდი ბაღათურია  პრეზიდენტ სააკაშვილის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.  ბაღათურიამ ამის შესახებ დღეს გამართულ  ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაღათურიას   მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში მასალები შეაქვს, რომლითაც პრეზიდენტს კორუფციასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ამხელს.

ბაღათურიას თქმით, ქვეყნის  პირველ პირს ნახევარ მილიონზე მეტი ქონება აქვს დაუსაბუთებელი.

 ბრიფინგზე ბაღათურიამ სახალხოდ წარმოადგინა დოკუმენტური მასალები, საიდანაც როგორც თვითონ აღნიშნავს, ზუსტად ჩანს პრეზიდენტის მონაწილეობა სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში. სახელმწიფო ქონების მითვისებაში, უკანონო შემოსავლების დაფარვაში.

ბაღათურიას განცხადებით, ეს მასალები გაეგზავნება, როგორც იუსტიციის მინისტრს ასევე  მთავარ პროკურორს მოთხოვნით აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის ოჯახზე.

 "ეს არის 147 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილია,  თუ რა შემოსავლები აქვს მას უკანონოდ მიღებული გაპრეზიდენტებიდან 2011 წლის ჩათვლით.

სააკაშვილს 2004 წელს, დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა, რომ მისი ქონება შეადგენდა 123 000 ლარს.  დღეს მისი ქონება შეადგენს 1 2700000 ლარს.  სხვაობა არის 521 ათასი ლარის დაუსაბუთებელი ქონებაა.

დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტროც და პროკურატურაც დამატებითი მასალების მოძიების შემდეგ, გაცილებით დიდი თანხების მითვისებაში ამხელენ სააკაშვილს” - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ

ჯონდი ბაღათურიამ ასევე დაანონსა, რომ  რამდენიმე დღეში “დაკრიშულ” ბიზნეს-მონოპოლიებზე გააკეთებს განცხადებას.