ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატის მით რომნის ვაჟი მეთიუ რომნი რამდენიმე დღის წინ მოსკოვს ეწვია. ამ განცხადებას The New York Times-ი ავრცელებს. მეთიუ რომნი უძრავი ქონების Excel Trust-ის ტოპ-მენეჯერია და ის მოსკოვში ინვესტიციების მოძიებით იყო დაკავებული. რომნი-უმცროსის განცხადებით, ფირმამ გაფართოება და ევროპიდან და რუსეთიდან ინვესტორების მოძიება გადაწყვიტა.
ამერიკული გამოცემის თანახმად, საეჭვოა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟის მოსკოვში ვიზიტი, მაშინ როცა მამამისი თავისი კამპანიის დროს არაერთხელ აცხადებს, რომ ამერიკამ კრემლის წინააღმდეგ პოზიცია უნდა გაამკაცროს, რუსეთს კი რომნიმ „ნომერი პირველი მტერიც“ უწოდა. გამოცემის ინფორმაციით, მეთიუ რომნის ვიზიტი მოსკოვში მარტო საქმიანი არ ყოფილა. მეთიუმ მამის დანაბარები მესამე პირის საშუალებით პუტინს გადასცა- რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან კარგი ურთიერთობები შენარჩუნდება.