კომპანია „ჯეოსელის“ გენერალურმა მენეჯერმა ოსმან თურანმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის სამსახურს ნეპალში გააგრძელებს.
„გუშინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო. აღნიშნული თანამდებობიდან ჩემი წასვლა „თელიასონერას“ როტაციის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა „ჯეოსელში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიქნები. სამუშაოდ გადავდივარ ნეპალში, სადაც ასევე გენერალური მენეჯერის თანამდებობას დავიკავებ. ეს ყველაზე მაღალი წერტილი და ძალიან ახალი და მზარდი ქვეყანაა, სადაც უკვე დაახლოებით, 9 მილიონი აბონენტი გვყავს“, - განაცხადა თურანმა.
მის ადგილს ფინელი ფასი ქოისთინენი დაიკავებს.
როგორც თურანი აღნიშნავს, იგი საკმაოდ გამოცდილი და დადებითი პიროვნებაა.