"როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი შესაბამისი თხოვნით მიმართავს, რუსეთი მზადაა გადახედოს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის და მინერალური წყლის დაბრუნების საკითხს.
„მოგვმართავენ-გადავწყვიტავთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალონ...ჩვენ არ ვჩქარობთ. გვთხოვენ-მივალთ, ბიზნესი ამისთვის მზადაა. რაც შეეხება ქართულ ხელისუფლებას, ის ჯერ ჩვენთვის terra incognita. თუ ბიზნესს სურვილი აქვს რუსულ ბაზარზე მოსვლის და ხელისუფლება ამაში ხელს არ შეუშლის, ეს ალბათ შეფასდება, როგორც პოზიციტიური წინაპირობები“,-განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავარმა სანიტარმა.