ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღე რჩება და ბარაკ ობამამ და მით რომნიმ ქარიშხალ „სენდის“ გამო შეწყვეტილი საარჩევნო კამპანია, ისევ განაახლეს.
რესპუბლიკელთა კანდიდატმა ვირჯინიას მიაშურა, სადაც რომნის უმნიშვნელო უპირატესობა გააჩნია და ამ უპირატესობის განმტკიცებას შეეცდება. ვირჯინიის შემდეგ კი ის ნიუ-გემპშირში გაემგზავრება, საიდანაც თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.
„გინდათ კიდევ 4 წელი 23-მა მილიონმა ადამიანმა ნორმალური სამუშაო ეძებოს? გინდათ, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ხელფასებმა დაიწიოს და გადასახადები გაიზარდოს? გინდათ რომ კიდევ 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტმა ყოველწლიურად ტრილიონი დოლარი შეადგინოს?“,-მიმართა რომნიმ მხარდამჭერებს.
თეთრი სახლის პრეზიდენტმა იმ დღეს 4 შტატი მოიარა- ვისკონსინი, ნევადა, კოლორადო და ოჰაიო. ოჰაიაოზე ბარაკ ობამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, კამპანიის დასრულებას მოქმედი პრეზიდენტი სწორედ აიოვაში აპირებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ საშუალო კლასს დავეხმარებით, ვიცით, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვიცით, როგორ შევამციროთ დეფიციტი და ნება მომეცით შეგახსენოთ-ეს სულაც არ არის ის, რასაც გუბერნატორი რომნი გთავაზობთ“,-განაცხადა