კუს ტბის გზის დასაწყისში მდებარე კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში“, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ფონდის თავმჯდომარემ მერაბ ბერძენიშვილმა ჟურნალისტები - ირმა ინაშვილი და ნანა ლეჟავა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით და ბრინჯაოს მედალიონით დააჯილდოვა:
“საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმი, მაღალი კულტურითა და ჟურნალისტური ეთიკით გამორჩეულ საქართველოს კეთილდღეობაზე მოფიქრალ, უსამართლობასთან, მანკიერებასთან და ბოროტებასთან შეურიგებელ, მებრძოლ ჟურნალისტებს - ირმა ინაშვილსა და ნანა ლეჟავას ანიჭებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიას და აჯილდოებს ბრინჯაოს მედალიონებით“.
დაჯილდოების ცერემონიას ვესწრებოდით: for.ge-ს, epn.ge-ს და მედია-კავშირ “ობიექტივის“ წარმომადგენლები.