დავით  ნარმანიას მოადგილეები თენგიზ შერგელაშვილი და შოთა მურღულია იქნებიან

დავით ნარმანიას მოადგილეები თენგიზ შერგელაშვილი და შოთა მურღულია იქნებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თენგიზ შერგელაშვილი და შოთა მურღულია იქნებიან.

შერგელაშვილი კურირებას რეგიონული განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროებს და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების საკითხებს გაუწევს.

მასვე დაექვემდებარება „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის საქმიანობის კოორდინირება.

შოთა მურღულიას  კოორდინირებას ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საქმიანობას გაუწევს და საბიუჯეტო საკითხებზე იმუშავებს.

მასვე დაექვემდებარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევრაზიის სატრანსპორტო ფედერაციის, საინვესტიციო ცენტრის, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“,  შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ და შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საქმიანობის კოორდინირება.

უახლოეს დღეებში მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე დაინიშნება,  რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმუშავებს.