ლეგენდარული როკ-ჯგუფის „The Rolling Stones“-ს 65 წლის გიტარისტი რონი ვუდი ქორწინდება. გიტარისტი პირადი ცხოვრების მოწყობას უკვე მესამედ შეეცდება. მან რამდენიმე დღის წინ, მეგობარ გოგონას, 31 წლის სალი ჰემფრის ხელი ოფიციალურად სთხოვა და დარჩენილი ცხოვრების ერთად გატარებაც შესთავაზა.
სალი თეატრალის პროდიუსერია, წყვილი ერთმანეთს უკვე 6 თვეა ხვდება. ეს არც ისე დიდი დროა, თუმცა რონი და სალი თვლიან, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ და ურთიერთობის ოფიციალურად გასაფორმებლადაც მზად არიან.
წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს. რონი მეგობრებთან არ მალავდა, რომ სალი ჰემფრი ყოველთვის მოსწონდა, თუმცა მთელი ეს დრო სალის შეყვარებული ჰყავდა, როგორც კი გაიგო რონიმ, რომ სალი შეყვარებულს დაშორდა აქტიურობა დაიწყო და პირველი პაემანიც მალევე შედგა. მას შემდეგ ისინი ერთად არიან.
რონისთვის ეს მესამე ქორწინებაა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ყველაზე ბედნიერს ეს ქორწინება გახდის. მისი პირველი მეუღლე კრის ფინდლი იყო, რომელთანაც რონიმ 7 წელი გაატარა. მეორე მეუღეს, ოფიციანტ კატია ივანოვას რონი 2008 წელს დაშორდა.
ქორწინების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, წელს ლეგენდარული „The Rolling Stones“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.