ეროვნული უშიშროების საბჭო სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

ეროვნული უშიშროების საბჭო სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

ეროვნული უშიშროების საბჭო სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი მმართველ პარტიას რელიგიური თემატიკის შესახებ დაპირისპირების წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„რწმენისა და აღმსარებლობის უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს დაცული. შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება მმართველი პარტიის მხრიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ განვითარებულ მოვლენებს, სამართალდამცველი ორგანოები კი, უზრუნველყოფენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები აღარ გამეორდეს. საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები არ უნდა შეექმნათ, ასეთი დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა“, - განაცხადა კინწურაშვილმა.