ვასილ ჭყოიძე: პრეზიდენტისადმი მოწოდება, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გადასვლასთან დაკავშირებით, პოპულიზმია

ვასილ ჭყოიძე: პრეზიდენტისადმი მოწოდება, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გადასვლასთან დაკავშირებით, პოპულიზმია

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოიძის შეფასებით, პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის  მოწოდება, რაც პრეზიდენტის სასახლის დატოვებასა და საქმიანობის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გაგრძელებას გულისხმობს, პოპულიზმია.

„პრეზიდენტისადმი მოწოდება, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ საქართველოში  პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს, პოპულიზმია და ასეთი განცხადება მხოლოდ ხალხის გულის მოსაგებადაა გაკეთებული.  პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუ არსებობს,  სახელმწიფომ ეს ინსტიტუტი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.  განსაკუთრებით,  საერთაშორისო ურთიერთობებში და შესაბამისად,  პრეზიდენტს ვინც არ უნდა იყოს იგი, სააკაშვილი თუ სხვა, სასახლეც სჭირდება და გარკვეული სხვა ხარჯებიც საჭიროა. ჩემი აზრით, ასეთი მოწოდება გადამეტებულია“, - განაცხადა ჭყოიძემ.

რაც შეეხება ზოგადად, სხვადასხვა უწყებების ხარჯების შემცირებას, ჭყოიძე აღნიშნავს, რომ ეს კარგი იდეაა.