სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ, მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 2 ნოემბერს დაიწყო მოკვლევა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა რუსთავის #16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.