საპარლამენტო უმცირესობა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მაჟორიტარმა დატოვოს?!

საპარლამენტო უმცირესობა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მაჟორიტარმა დატოვოს?!

ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა უახლოეს დღეებში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მაჟორიტარმა დატოვოს.

„მაესტროს“ ცნობით, უმცირესობიდან უმრავლესობაში იმდენი დეპუტატის გადასვლა იგეგმება,  რამდენიც მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ დეპუტატების ზუსტი რაოდენობა არ იციან, თუმცა დარწმუნებით აცხადებენ, რომ „ნაციონალების“ მაჟორიტარები მათ რიგებს მართლაც შეუერთდებიან.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატი სჭირდება.  ადგილმონაცვლეობის დამტკიცების შემდეგ კი,  „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღწევად 11 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ცნობისთვის, უკანასკნელ პერიოდში  შეიქმნა პარლამენტში ფრაქცია,  რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“  გამოუცხადა.