იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიაში ამერიკის ელჩს საჩივრის წერილი გადასცა. იაპონია შეშფოთებას გამოხატავს ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 13 წლის მოზარდზე თავდასხმის გამო.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკელი ჯარისკაცი კუნძულ ოკინავაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის სიახლოვეს განლაგებულ კერძო სახლში შეიჭრა და 13 წლის მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ამერიკელი ჯარისკაცი ფანჯრიდან გადმოხტა. დაშავებული ჯარისკაცი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია .
ბოლო პერიოდში კუნძულ ოკინავას მოსახლეობა ამერიკელი ჯარისკაცების საქციელით ძალიან უკმაყოფილოა და ეს უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. ორი კვირის წინ, ამერიკის სამხედრო სარდლობამ იაპონიაში განლაგებულ ყველა სამხედრო ბაზაზე კომენდანტის საათი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ამერიკელი ჯარისკაცი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.