ბიძინა ივანიშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის დაფინანსება შემცირდება

ბიძინა ივანიშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის დაფინანსება შემცირდება

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის დაფინანსება შემცირდება.

ივანიშვილის თქმით, ბოკერიას აპარატის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარი იყო და აღნიშნავს, რომ აქედან სავარაუდოდ, 21 მილიონი საიდუმლო ხარჯებია და ისინი ძირითადად ლობისტებზე იხარჯებოდა.

„მინდა,  ვთქვა, რომ ბოკერიას მსგავსი უწყებაა რეინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც დაახლოებით,  2 მილიონამდე ლარის ბიუჯეტით საზრდოობს. შესაბამისად,  ეროვნული უშიშროების  საბჭოს ბიუჯეტი ასეთი დიდი თანხებით არ დაფინანსდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.