ლანა დელ რეი, მუსიკალური სამყაროს შემდეგ მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.
„H&M“-ისა და „Jaguar“-ის შემდეგ ლანა ოფიციალურად გახდა, მსოფლიოში ცნობილი, კიდევ ერთი მოდური ბრენდის „Versace“ - ს სარეკლამო სახე. ამის შესახებ ინფორმაციას, მომღერალი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
სარეკლამო ფოტოები უკვე გადაღებულია და საზოგადოება სრულად,მას მალე იხილავს. იქამდე კი, გამოჩნდა ორი კადრი, რომლიდანაც ნათელია, რომ ლანა „Versace“ - ს სარეკლამო კამპანიაში დახვეწილი და მიმზიდველი ქალის იმიჯით მოგვევლინება.