გასულ წლის ივლისში გარდაცვლილი, ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის ორი კაბა, ლონდონში, მისი სახლიდან მოიპრეს. საუბარია ემის საქორწინო კაბასა და კოქტეილის იმ კაბაზე, რომელიც მომღერალს „ბი-ბი-სის“ მუსიკალურ გადაცმაში სტუმრობისას ეცვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს კაბები აუქციონზე უნდა წარედგინათ, მათი საწყისი ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს.
საქმეში სამართლდამცავები ჩაერთვნენ, დეტალები არ ხმაურდება, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ძარცვა, შესაძლოა მომღერლის ფანის, ან ფანების მიერ იყოს ორგანიზებული.