კაჩინსკის დაღუპვის სკანდალური სტატიის შემდეგ, გაზეთის რედაქტორი გადადგა

კაჩინსკის დაღუპვის სკანდალური სტატიის შემდეგ, გაზეთის რედაქტორი გადადგა

პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ს მთავარი რედაქტორი ტომაშ ვრუბლიოვსკი სკანდალური სტატიის შემდეგ გადადგა. სტატიაში საუბარი იყო,  პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვის ახალი გარემოებების აღმოჩენაზე-პოლონელმა ექსპერტებმა თვითმფრინავში  ტროტილისა და ნიტროგლიცერინის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს.

„ვიზრუნე რა Rzeczpospolita-ს პატიოსან სახელზე, მე მმართველი საბჭო ჩავაყენე საქმის კურსში, რომ თანამდებობიდან მივდივარ. საბჭოს სხდომის შეკრებამდე ვიმყოფები შვებულებაში.  ჩემს მოვალეობას რედაქტორის მოადგილე ანჯეი ტალადი შეასრულებს“,-აცხადებს გაზეთის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვრუბლიოვსკი.

სტატიის გამოსვლის მეორე დღეს გაზეთმა ბოდიში მოუხადა თავის მკითხველებს და სტატიაში მოყვანილი ფაქტების უზუსტობა აღნიშნა . იმავე დღეს პოლონეთის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა ირენეუშ შელიანგმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი თვითმფრინავის დაღუპვის ადგილას მომუშავე პოლონელმა ექსპერტებმა არ დაადასტურეს.

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა იჯდა, კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 88 ადამიანი, მათ შორის 8 ეკიპაჟის წევრი.

.