"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა, გუბერნატორები რეგიონებში მთავრობის წარმომადგენლები არიან და კოორდინაციას უწევენ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში სხვადასხვა სამინისტროების მიერ ხორციელდება.
შესაბამისად, ნარმანია მიიჩნევს, რომ გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი უნდა ნიშნავდეს და ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ მთავრობასთან.
„ცვლილების მიხედვით, გუბერნატორები უნდა დანიშნოს არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა. ამას საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება, ეს არის უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც მთავრობა პარლამენტს გაუგზავნის“ - აღნიშნა ნარმანიამ.
გუბერნატორებს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.