სირიელი აჯანყებულები განაგრძობენ სამხედრო ბლოკპოსტებზე თავდასხმებს. წუხელ ღამე კიდევ ორი ასეთი თავდასხმა განხორციელდა დამასკოსა და ალეპოში.
სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია სირის არმიის 28 წევრი და 5 აჯანყებული. აჯანყებულებულმა შეძლეს ერთი ბლოკპოსტის დაკავება სარაკებში.
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ასადის თვითმფრინავები ბომბავდნენ დამასკოსა და სირიის სხვა ქალაქებს.
ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა სირიის არმის საჰაერო თავდასხმები იმ რაიონებზე, სადაც მათი ინფორმაციით, აჯანყებულები არიან განლაგებულნი. თვითმფრინავებიდან ასაფეთქებლებით სავსე კასრებს ყრიან, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს საცხოვრებელ რაიონებს.