ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით იქნება.
„მე ამას ნამდვილად მივესალმები. რაც შეეხება ჩემს სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 9 მილიონ 900 000 ლარია და ზოგადად 3 ან 4 ნოემბერს იქნება ბიუჯეტის განხილვა, სადაც ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი ბიუჯეტი და გაიმართება განხილვა, თუ რომელი უწყების ბიუჯეტი როგორ უნდა შემცირდეს“. - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რუსეთთან ამ სფეროში ყოველთვის თავად ჰქონდა ურთიერთობა და ასევე გაგრძელდება.