უკრაინის ქალაქ ჟიტომირში სამართალდამცავები უცნაური შემთხვევის მოწმენი გახდნენ. გამოძახებაზე მისული პოლიციელები, შოკში მოულოდნელმა შემთხვევამ ჩააგდო. საღამოს, დაახლოებით, სამ საათზე, სამართალდამცავები ქალაქის, ერთ-ერთი, უბნის მცხოვრებლებმა ხმაურის გამო გამოიძახეს, ხმაური დამკრძალავ ბიუროში ფანჯრის მინების მსხვრევამ გამოიწვია. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ბიურო დაათვალიერეს, თუმცა შიგნით ვერავინ და ვერაფერი იპოვეს. „ამ დროს, მოულოდნელად, ერთ-ერთი, კუბოს სახურავმა აიწია და რას ვხედავთ, იქიდან დაფეთებული „მიცვალებული“ ამოძვრა,“- ჰყვება პოლიციის თანამშრომელი.
მალევე გაირკვა, რომ „კუბოდან ამომძვრალი მიცვალებული“ ჟიტომირში მცხოვრები 33 წლის „ცოცხალი“ მამაკაცი იყო, რომელიც მეუღლესთან ჩხუბი შემდეგ სახლიდან წავიდა და სხვის კუბოში დაიძინა.
მეუღლისგან განაწყენებული მამაკაცი დიდი ხანი სეირნობდა ქუჩაში, შემდეგ დაიღალა და შესცივდა. უკან დაბრუნება არ უნდოდა. მოაფიქრდა ღამე მისი სახლის პირველ სართულზე მდებარე დამკრძალავ ბიუროში გაეთენებინა. ბიურო დაკეტილი დახვდა. მან ფანჯრის მინა ჩაამსხვრია, გადაძვრა და თბილად, რომ ყოფილიყო კუბოში ჩაწვა, უფრო მეტიც თავსახურიც კი დაიფარა, რომ სიცივეს არ შეეწუხებინა.
სამართალდამცავებმა მამაკაცი პოლიციაში გადაიყვანეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. მამაკაცმა დამკრძალავ ბიუროს ზარალი აუნაზღაურა, ბოდიში მოუხადა და ცოლსაც შეურიგდა.