გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი დაასახელა

გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი დაასახელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ, მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ბიზნესის ხელშეუხებლობა და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნაა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს-გარემო , სადაც ყველასთვის იქნება თამაშის საერთო წესი და აღარ იარსებებს ხელოვნური მონოპოლიები.

"ჩვენ ერთგული ვრჩებით ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებისა და ვალდებულებების, რომლებიც საქართველოში ბიზნესის თავისუფლებას და მისი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორს შორის არსებობდეს სამართლიანი და, რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ურთიერთვალდებულებები. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ენერგომატარებლები, სამოქალაქო ავიაცია, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი, სამშენებლო სექტორი, კავშირგაბმულობა, მრეწველობა და ა. შ.

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხი, იქნება ეს სასარგებლო წიაღისეული ( სპილენძის, მანგანუმისა და ოქროს საბადოები), ხე-ტყე , წყლის რესურსები, მინერალური წყლები, როგორიცაა საირმე, ბორჯომი, ნაბეღლავი და სხვ . მათი ჩამონათვალი ვრცელია და ხშირად მათი ათვისება არარაციონალური მეთოდებით ხდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსაკრებელთა არაადეკვატურად დაბალი განაკვეთების გამო სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი რესურსი ფაქტიურად ისე ნიავდება, რომ ქვეყანას აქედან შესაბამისი სარგებელი არ რჩება. ბევრ შემთხვევაში ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებსაც .

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბუნებრივი რესურსები გამოლევადი ან ძნელად აღდგენადია . მათი გამოყენება მხოლოდ ჩვენი თაობის პრეროგატივა არ არის და ამ სიმდიდრით სარგებლობის საშუალება ჩვენს მომავალ თაობებსაც უნდა მივცეთ.

ჩვენ ვგეგმავთ , შევისწავლოთ ყველა დასახელებული მიმართულებით ინვესტორთა მხრიდან სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და არ გამოვრიცხავთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა მნიშვნელოვნად გადაიხედოს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს