„სენდიმ“ ოაბამას პოპულარობა გაზარდა

„სენდიმ“ ოაბამას პოპულარობა გაზარდა

ექსპერტთა განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოპულარობა ქარიშხალმა „სენდიმ“ ნამდვილად გაზარდა, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების ლიდერი, მით რომნი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩრდილში აღმოჩნდა.

მით რომნიმ გუშინ განაახლა თავისი წინასაარჩევნო კამპანია და ფლორიდაში გაემგზავრა, ობამამ კი კიდევ ერთი დღით გადადო ის და ნიუ-ჯერსის შტატში დაზარალებულთა მოსანახულებლად გაემგზავრა.

„ობამამ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია სამი დღით შეწყვიტა, სინამდვილეში კი მან კამპანიის დამასრულებელი ეტაპი გამანადგურებლად დაიწყო“,-აცხადებენ რესპუბლიკელები.