ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს გაგა გაჩეჩილაძეს ბრალი სს კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით- (ხულიგნობა) წაუყენეს, რაც თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შესახებ, from.ge - ეს გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა.
გაგა გაჩეჩილაძე ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ ბრალდების მხარე დღეს აღმკვეთ ღონისძიებაზეც იზრუნებს.
„გავცვალეთ მტკიცებულებები. ვფიქრობთ, დღეს ბრალდების მხარე ალბათ, აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც იზრუნებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ის ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული“, - განაცხადა აფციაურმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში“ მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.