ფოთის ნავსადგურის გენერალური დირექტორი გაფიცული თანამშრომლებისადმი მიმართავს ავრცელებს

ფოთის ნავსადგურის გენერალური დირექტორი გაფიცული თანამშრომლებისადმი მიმართავს ავრცელებს

ფოთის ნავსადგურის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული თანამშროლების გაფიცვას ღია მიმართვით გამოეხმაურა.

მიმართვას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

 „ჩვენ გავეცანით მოთხოვნებს, ასევე გასაგებია პრობლემების წარმომავლობა და ვაღიარებთ თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების უფლებას მოგვმართონ თავიანთი საჩივრებით. ამის გათვალისწინებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობა აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს ღია დიალოგს ნავსადგურის ყველა თანამშრომელთან და ქვე-კონტრაქტორთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვუზრუნველყობთ ანაზღაურებისა და სარგებლის სამართლიან სისტემას,  სამრეწველო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.

 „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“  მიერ ინიცირებული იყო საქართველოში ფაქტობრივად უპრეცედენტო ანაზღაურების გეგმა თავისი თანამშრომლებისთვის: 2012 წელს შემუშავებული ანაზღაურებისა და სარგებლის სისტემის საშუალებით შესაძლებელია ნავსადგურში არსებული ყველა თანამდებობის შეფასება/რანგირება. რა თქმა უნდა, მოცემული სისტემა, შესაძლოა, საჭიროებს კორექტირებას, წინა არასისტემური/შერჩევითი ანაზღაურების სისტემის თავდაპირველი შეუსაბამოებიდან გამომდინარე. ფოთის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, ერთიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნის თვალსაზრისით. 2013 წლის აპრილის თვეში მოხდება ყოველწლიური სახელფასო განაკვეთის გადახედვა კვალიფიკაციის, დამსახურებისა და ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით.

ასევე, როგორც ყველასთვის ცნობილია სრულ განაკვეთზე მომუშავე ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის სრული დაზღვევით, რის ხარჯსაც კომპანია მთლიანად ფარავს. საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ. ჩვენი საშუალოზე მაღალი ხელფასების განაკვეთის, ჯანმრთელობის დაზღვევის და ყოველწლიური ანაზღაურების გადახედვა წარმოადგენს ჩვენი ვალდებულებების ნაწილს. დარწმუნებულები ვართ,  რომ მიმდინარე დისკუსიები დადებით შედეგს გამოიღებს, ვინაიდან ჩვენ ყველანი საერთო მიზნის მისაღწევად ვიღწვით.

მიმდინარე დიალოგი კონსტრუქციულია, გაფიცვა კი - არა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის შეწყვეტა თითოეული თანამშრომლის პრეროგატივაა, ჩვენ უნდა გვესმოდეს ხანგრძლივი გაფიცვით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. მაგალითად, გემთმფლობელები, რომლებიც ცდილობენ სხვა ნავსადგურებში შესვლას, შესაძლებელია არც ისე სწრაფად შემობრუნდნენ ფოთის ნავსადგურისკენ, რაც გავლენას მოახდენს ნავსადგურის სამომავლო ზრდასა თუ ეკონომიკურ ბაზაზე ფოთში.

 ეს არის გლობალური და ძალზე კონკურენტული ბაზრის წესი. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ინვესტიციების განხორციელება თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაში ჩვენი ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას არა მხოლოდ ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში,  არამედ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში,  რათა ფოთის პორტი გახდეს ყველაზე პროდუქტიული,  ეფექტური და უსაფრთხო ნავსადგური რეგიონში. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით, რათა ყველასთვის ვუზრუნველყოთ მდგრადი და ჯანსაღი ეკონომიკური მომავალი. ხელმძღვანელობა და მე მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შესაძლო შეკითხვას“, - ნათქვამია განცხადებაში.