„სექსი დიდ ქალაქში“ „კერის დღიურებით“ დაიწყო (VIDEO)

„სექსი დიდ ქალაქში“ „კერის დღიურებით“ დაიწყო (VIDEO)

ცნობილი სერიალის  „სექსი დიდ ქალაქშის“ გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ საყვარელი გმირების ეკრანზე დაბრუნებას, თუმცა ტკბილი დრო წარსულში დარჩა და „სექსი დიდ ქალაქში“ არ გაგრძელებულა. სამაგიეროდ, სერიალის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს განეხორციელებინათ ახალი პროექტი, სახელწოდებით „კერის დღიურები“, რომელიც იქნება ამ ფილმის წინამორბედი ისტორია, ანუ ისტორია, თუ როგორ მოხვდა კერი ბრედშოუ ნიუ-იორკის მაღალი მოდის სამყაროში, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. 

კერი ბრედშოუს როლს ახალგაზრდობაში ანა-სოფია რობი ასრულებს, რადგან მისი შემსრულებელი სარა ჯესიკა პარკერი უკვე ასაკშია.

როგორც პროექტის შემქმნელები ვარაუდობენ, კერის გულშემატკივრები ახალი სერიალის ეკრანზე გამოჩენისთანავე ორად გაიყოფიან, ერთნი ვინც ახალგაზრდა კერის, ანუ ანა-სოფიას უგულშემატკიკვრებენ და მეორენი, რომლებსაც საყვარელ სარა ჯესიკა პარკერს ვერავინ შეუცვლის.

ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ, გამოჩნდა სერიალის პირველი სეზონის ახალი თრეილერი. მისი ნახვით ბევრ სიახლეს ვერ შეიტყობთ, თუმცა ნახავთ ვისთან მეგობრობდა კერი სკოლაში, როგორ მოხვდა ის ნიუ-იორკში, როგორ გამოიყურება მამამისი, ვინ დაეხმარა მას „ფეშენ“ ინდუსტრიის სამყაროში შესვლაში, როგორ ჩამოყალიბდა მისი სტილი, სად მუშაობდა და ა.შ.  ყველა ამ კითხვაზე დაწვრლებით პასუხს, „კერის დღიურები“ მაყურებელს სულ ცოტა ხანში, სერიალის ეთერში გასვლისთანავე გასცემს.