სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, რუსთავის ციხის ახალი უფროსის საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
სუბარის თქმით, მან რუსთავის მე-16 დაწესებულების უფროსის ლევან აბურჯანიას საქმე სასჯელაღსრულების სამინისტრომ გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება იგი არა მხოლოდ გათავისუფლდება თანამდებობიდან არამედ, რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.