№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო  პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2012 წლის 1ნოემბერს დილის 05:20 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 1974წლის 23 მაისს დაბადებული, მსჯავრდებული გ.თ.

„№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2012 წლის 6 სექტემბერს, ქსნის #19 ტუბ. დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დიაგნოზით - ფილტვების ტუბერკულოზი, მგბ(+) დადებითი; პიოდერმია; აივ ინფექცია შიდსი სტადია 3; ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი,  ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა; ნაადრევი ფარული ხანის ათაშანგი.

სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ინფექციურ განყოფილებაში. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, კი გადაყვანილი იქნა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზი: სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.