რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად ეტიკეტის ტესტის ჩაბარების იდეა ექსპერტული შეფასების ინსტიტუტს მოუვიდა აზრად და მათ ეს წინადადება საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შესთავაზეს. ცენტრის დირექტორი ნიკოლაი პავლიუკის განცხადებით, ეს რუსების საზღვარგარეთ „ამორალური საქციელის მრავალი ფაქტით“ არის გამოწვეული და რუსეთში ინვესტიციების შემოდინებას უშლის ხელს, „რადგან მათ რუს პარტნიორებზე არასწორი წარმოდგენა ექმნებათ“,-აცხადებს პავლიუკი.
ოფიციალური პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ცენტრს ჯერ არ მიუღია, თუმცა საკონსულო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მსგავსი ტესტირება პასპორტების მიღების ტესტს ეწინააღმდეგება.