გახდება თუ არა ქართულ  სკოლებში სწავლა10-წლიანი?

გახდება თუ არა ქართულ სკოლებში სწავლა10-წლიანი?

განათლებისა დე მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მომდევნო წლიდან არ არის გამორიცხული ქართული სკოლები ბრიტანული სწავლების მოდელზე გადავიდნენ, სადაც განათლების მიღება 10 წლიანია.

ბრიტანული მოდელის მიხედვით 10 კლასი არის საშუალო განათლების მისაღებად, ხოლო შემდგომი 2 წელი უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი, მოსწავლეები კი საგანში გამოცდას მის დამთავრებისთანავე ჩააბარებენ. 

"შემდგომ წელს ჩვენ ვაპირებთ სხვა სისტემით სკოლებში გამოცდების ჩატარებას. როდესაც მოსწავლე დაასრულებს ამა თუ იმ საგნის სწავლას ის იმაზე წელს ჩააბარებს იმ საგანში გამოცდას. ეს იქნება მანამ სანამ ჩვენ არ გადავალთ სწავლების სხვა მოდელზე. საუბარია ბრიტანულ მოდელზე სადაც 10 კლასია საშუალო განათლება და შემდგომ ორი წელი არის მოსამზადებელი უნივერსიტეტისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ პრაიმ-ტიმის პრეს-კლუბში სტუმრობისას.

რაც შეეხება ბრიტანული განათლების მოდელს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული, სახელმწიფო სექტორში ბავშვები 5 წლის ასაკიდან იწყებენ განათლების მიღებას საწყის სკოლებში, სადაც 11 წლის ასაკამდე სწავლობენ. შემდეგ ისინი გადადიან საშუალო სკოლაში, სადაც 16 წლის ასაკამდე სწავლობენ. მისი დამთავრებისას და პირველი დონის გამოცდებს აბარებენ.

თუ მოსწავლემ აირჩია აკადემიური ანუ თეორიული კურსი, მაშინ ის იღებს GCSE- General Certificate of Secondary Education-ის ანუ საშუალო ზოგადი განათლების სერთიფიკატს, თუ მოსწავლემ აირჩა პროფესიული განათლების კვალიფიკაცია, მაშინ ის  GNVQ- National Vocational Qualification-ს სერთიფიკატს აიღებს.

ბრიტანელი მოსწავლეები, საშუალო განათლების სერთიფიკატის აღების შემდეგ გადადიან ბოლო, ორ წლიან საფეხურზე - sixth grade-ზე, სადაც 16-დან 18 წლამდე სწავლობენ. სკოლის მოსწავლეები აქ პირველ წელს ოთხ საგანს, მეორე წელს კი სამ საგანს სწავლობენ, რისი დამთავრების შემდეგაც ისინი A-Level-ის გამოცდებს აბარებენ და შედეგების მიხედვით ხვდებიან უნივერსიტეტში.

sixth grade-ის საფეხური ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, რადგან 16 წლის ბავშვს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მომავალი პროფესია, რადგან სწორედ ამ საგნებს სწავლობენ ორი წლის განმავლობაში ბრიტანელი მოსწავლეები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მეორე წელს გადაწყვიტეთ, რომ აღარ გინდათ ვეტერინარის პროფესია და გინდათ ხელოვნებათმცოდნის, მაშინ sixth grade-ის პირველი წელი ისევ თავიდან უნდა გაიაროთ, რათა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე თქვენი პროფესიისთვის საჭირო შვიდი საგანი შესწავლილი გქონდეთ.