საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი საგარეო კურსი უცვლელია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, მათი კურსის და სტრატეგიის კორექტირებას არ ნიშნავს.
„ჩვენი სტრატეგია უცვლელი რჩება. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეზე უკეთესი არჩევანი არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს მეზობელ რუსეთთან და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიის კორექტირებას ვაკეთებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.