ბიძინა ივანიშვილმა  რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე  წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე  წარადგინა.

ივანიშვილის განცხადებით, ამ გუნდმა უნდა მოახერხოს და  ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი ისტორია არსებობს.

„ჩვენ დღეს უნდა მოვახერხოთ დავარეგულიროთ და შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ხარისხში ავიყვანოთ.  სიტუაცია საკმაოდ მძიმეა.  2008 წლამდე ორ ქვეყანას შორის, დაკეტილი იყო საზღვრები,  პრაქტიკულად  ურთიერთობა შეწყვეტილი იყო,  ამას დაერთო 2008 წლის აგვისტოს გაუაზრებელი ომი და  დღემდე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი  კულტურა არსებობს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების იმედს იძლევა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აბაშიძეს სერიოზული, საკმაოდ მძიმე და რთული სამუშაო ერგო.

„ზურაბ აბაშიძე  წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში. მას აქვს კარგი გამოცდილება,  ჰყავს ბევრი მეგობარი და ეს  შედარებით გააიოლებს იმ მძიმე სიტუაციას, რაც დღეს ჩვენს ურთიერთობებში არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს საქართველო მალე აღადგენს.