უმცირესობა უმრავლესობას თვითმმართველობების ზეწოლაში ადანაშაულებს

უმცირესობა უმრავლესობას თვითმმართველობების ზეწოლაში ადანაშაულებს

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმართველობების მიმართ, ფართომასშტაბიან ზეწოლასა და ძალადობას ახორციელებენ.

 ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.

 მისი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველობები ოთხი წლის ვადით არიან არჩეულნი, თუმცა, ჯერჯერობით, მათი არჩევიდან ორი წელია გასული.

"მათ საქმიანობაში, მუქარისა და ძალადობის ფორმით ჩარევა, კანონის უხეში დარღვევა და ეს დაუშვებელია. საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ ამ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოეხმაურონ", - დასძინა დეპუტატმა.

 თაქთაქიშვილის ცნობით, ფოთში ინციდენტი მოხდა, სადაც პარლამენტის წევრი ეკა ბესელია იყო.

 "ასევე ინციდენტი მოხდა სამტრედიაში , სადაც გამგებელს კარები აუჭედეს . ამასთან , რუსთავში სავალალო მდგომარეობაა და თვითრამრთველობების წარმომადგენლებს სისხლის სამართლებილი დევნით ემუქრებიან. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებით არ კმაყოფილდება და მათი მიზანია, თვითმმართველობის საქმიანობაში ძალადობრივი ფორმით ჩაერიონ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

 ამასთან , კანონმდებელი უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს მოუწოდებს მედიით გავრცელებულ მის კომენტართან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთოს.

 "საგანელიძის განცხადება იყო მედიაში , სადაც ის აცხადებდა, რომ საკრებულოს წევრები თუ არ დაუჭერენ მხარს თავმჯდომარეებისა და გამგებლების დანიშვნას, ისინი ლინჩის წესით გასამართლდებიანო , რაც შემაშფოთებელია განცხადებაა. სჯობს, საგანელიძემ განმარტება გააკეთოს", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.