გიორგი კოდია არასამთვრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანებას ქმნის. "სკაი ჯორჯიას" ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ქართულ ავიაციაში კვლავ რჩება ხარვეზები, რომელიც რამდენიმე ქართულ კომპანიას ხელოვნურ პრობლემებს უქმნის.
კოდუას განმარტებით, ახალი არასამთვრობო ორგანიზიაცია აპირებს მიმართოს მთავრობას და ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს.
"ჩვენ ვაყალიბებთ არასამთვრობო ორგანიზაციას, რათა კოორდინირება მოვახდინოთ. ჩვენ არ ვერევით, უბრალოდ, ვიქნებით სადარაჯოზე, როგორ განვითარდება ეს სფერო. ხომ ამბობს ახალი მთავრობა , რომ არის პროფესიული მიდგომა და სხვანაირი გამოწვევები , ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ პროფესიონალებმა ამ სფეროში პრობლემების ნუსხა ჩამოვწერეთ, ამას დავდევთ და ვიზრუნებთ ახალ მთავრობასთან კოორდინაცია მოხდეს", - განაცხადა კოდუამ.
კოდუამ შავი პიარი უწოდა წინა მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას, თითქოს მისი თვითმფრინავები იყო გაუმართავი.
კოდუას განცხადებით, წინა მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა თქვა, რომ "სკაი ჯორჯიას"ფრენებსმგზავრთა უსაფრთხოების გამო აჩერებდნენ, თუმცა როგორც კოდუამ განმარტა, მის კომპანიას მგზავრები არ გადაჰყავდა არამედ, ის იყო ნატო-ს ტვირთის გადამტანი.