რუსთავის #16 დაწესებულებასთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები კვლავ რჩებიან

რუსთავის #16 დაწესებულებასთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები კვლავ რჩებიან

რუსთავის #16 დაწესებულებასთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები კვლავ რჩებიან. მათი ნაწილის განცხადებით, პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ნაწილი კი, ამ ინფორმაციას უარყოფს.

პატიმართა მშობლების განცხადებით, ამ დროისთვის საპატიმროში უკვე 15 პატიმარი შიმშილობს.

ამას ადასტურებს ადვოკატი გელა ჩიხრაძეც, რომელიც ცოტა ხნის წინ ციხეში თავის დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულს შეხვდა.

მისი თქმით,  კარცერში გუშინდელ დღემდე ორი პატიმარი იყო მოთავსებული, თუმცა როგორც მსჯავრდებულმა განუცხადა, წუხელ კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულების რაოდენობა გაიზარდა.

მსჯავრდებულები კარცერიდან მსჯავრდებულების გამოშვებას და ციხის ადმინისტრაციისა და დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

#16 დაწესებულებასთან იმყოფება კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა ხაჭაპურიძე.

პატიმართა მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ  #16 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ამ დროისთვის არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სამედიცინო ცენტრით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამლოცველოც დაკეტილია და პატიმრებს არ აძლევენ სამლოცველოში შესვლის საშუალებას.

საპყრობილეში ცოტა ხნის წინ დიმიტრი ლორთქიფანიძე შევიდა.

ციხესთან მყოფმა მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.  ისინი მმართველ გუნდს მიმართავენ, სახალხო დამცველად სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნოს.