დავით ზურაბიშვილი: სტუდენტების საგრანტო დაფინანსება გაიზრდება

დავით ზურაბიშვილი: სტუდენტების საგრანტო დაფინანსება გაიზრდება

განათლების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, სტუდენტების საგრანტო დაფინანსებებიგაიზრდება და აღნიშნა , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ, ზურაბიშვილმა დღეს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"თვითარსებული ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელი იყო ისეთი ტიპის დაფინანსების გაზრდა , როგორიცაა სტუდენტების გრანტები , ბევრი თანხა იხარჯებოდა უაზრო პროექტებზე. მთლიანობაში გრანტის დაფინანსება გაიზრდება, ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ "ქართული ოცნების"პრიორიტეტი არის თავდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.