ამერიკელი პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა Europa Plus TV-ის, ერთ-ერთ, შოუს გულახდილ ინტერვიუს აძლევს, სადაც პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს. ხაზს უსვამს იმას, რაც ბედნიერს ხდის, რეკლამას უკეთებს ახალ ალბომს -„Lotus“ და ახსენებს შვილს, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი ღერძია.
გთავაზობთ ჩანაწერებს, გადაცემა „ვარსკვლავების საიდუმლოდან“ ინტერვიუს ვრცელი ვარიანტი კი, Europa Plus TV-ის, ეთერში ნოემბრის თვეში გავა.
-კრისტინა რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების საიდუმლო?
-ჩემთვის ეს საიდუმლო ჩემივე შინაგანი „მეს“ ერგთულებაშია. ეს გულწრფელობა ჩემს მუსიკასა და სხვადასხვა პროექტებში იგრძნობა. ყველაფერში მაქსიმალურ სიყვარულს ვდებ, სავსე გულით ვუდგები ადამიანებს ჩემს ირგვლივ, ისინი კი ყოველთვის ხედავენ ამას და აფასებენ ამ სიყვარულს. ჩემი წარმატების საწინდარი, კი სწორედ ეს სიყვარულია.
-ახალი ალბომის "Lotus"-ის შესახებ მოგვიყევით..
-ჩემთვის ეს ალბომი, უძლეველი ძალაა. Lotus-ი ძლიერი ყვავილია, რომელიც ყველანაირ რთულ გარემოს, ცუდ პირობებსა და ამინდს ეგუება. ის მუდამ ახერხებს ფენიქსივით წამოდგომას, მეც ამ ყვავილს ვგავარ. შოუბიზნესში მეც მქონდა ცუდი პერიოდი, როდესაც ყველაფერში კრახი განმიცდია და წარუმატებელობის პიკში ვყოფილვარ. თუმცა შინაგანი თავისუფლება, ყოველთვის გაძლევს ძალას, ყოველთვის ამართლებს და იძლევა სადღესასწაულო შედეგს. ძალიან მომწონს ეს შედარებები და ამიტომ შევურჩიე ჩემს ალბომს სახელწოდება „Lotus“.
-გაქვთ თუ, არა სურვილი თქვენი შვილი თქვენი პროფესიის იყოს?
-ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, რით დაკავდება ჩემი შვილი. ჩემთვის მთავარია, იმ საქმეს აკეთებდეს, რაც უყვარს და ამით იყოს ბენიერი. მოუნდება გახდეს მუსიკოსი? -რატომაც არა, ის იზრდება მუსიკალურ ატმოსფეროში. არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროფესია შემოქმედებითი იქნება.
-წარმოიდგინეთ, რომ 21 წლის ხართ, როგორ შეხედავდით თქვენს ცხოვრებას?
-ჯერ კიდევ ბავშვობაში მივხვდი, რომ ცხოვრება არაპროგნოზირებადი, უცნაური რამაა. შემდგომ ამან გამომიმუშავა ცხოვრების პრინციპები, რომლითაც მე დღეს ვხელმძღვანელობ. ამჯამად ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტური ბედნეირების ეტაპია. თუ ჩემს თავს 21 წლის ასაკის გოგონას თვალებით შევხედავ, ანუ 10 წლით უკან თუ დავბრუნდები, საკუთარი თავით ვიამაყებ.