შალვა შავგულიძე: გიორგი გაჩეჩილაძის ქცევაზე პასუხისმგებლობას ვიკისრებ და სასამართლოს წინაშე პირადი თავდების სახით წარვდგები

შალვა შავგულიძე: გიორგი გაჩეჩილაძის ქცევაზე პასუხისმგებლობას ვიკისრებ და სასამართლოს წინაშე პირადი თავდების სახით წარვდგები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ ის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის გიორგი გაჩეჩილაძის სათანადო ქცევაზე პასუხისმგებლობას აიღებს და სასამართლოს წინაშე პირადი თავდების სახით წარსდგება.

შავგულიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ იყოს გამოყენებული და აღნიშნავს, რომ ამ საქმის გამოძიება და თუ საჭირო გახდა შემდგომი სასამართლო განხილვა, არასაპატიმრო აღმკვეთის ღონისძიების პირობებშიც სრულფასოვნად შეიძლება.

" გიორგი გაჩეჩილაძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მომმართეს. გავეცანი საქმეს და ვფიქრობ, რომ დასაშვები და მიზანშეწონილი იქნება, ამ საქმის გამოძიება და შემდგომი სასამართლო განხილვა, თუ ამის საჭიროება იქნება, არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებით მოხდეს. რა თქმა უნდა, ბრალეულობასთან დაკავშირებით, უკვე საბოლო სიტყვას სასამართლო იტყვის. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გაჩეჩილაძე გამოძახებისთანავე პოლიციაში გამოცხადდა და მომხდარი ფაქტის ირგვლივ სრულფასოვანი ჩვენება მისცა, არაა საფუძველი და არაა მიზანშეწოლინი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა იყოს გამოყენებული. მე თანხმობა განვაცხადე, რომ მის ქცევაზე პასუხისმგებლობას ვიკისრებ ანუ სასამართლოს წინაშე პირადი თავდების სახით წარვდგები . ანუ პასუხისმგებლობას ვკისრულობ იმაზე, რომ გიორგი გაჩეჩილაძე არ დაემალება სასამართლოს, გამოძიებას და რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს არ შეუშლის", - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძე მიიჩნევს, რომ ასეთი ტენდენცია ზოგადად, ჩვენს სამართალწარმოებაში უნდა დამკვიდრდეს.

" ადრე ყველა შემთხვევაზე აღკვეთის ღონისძიებაზე დაპატიმრებას იყენებდნენ და თითქმის სხვა ალტერნატიული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ ხდებოდა", - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე გიორგი გაჩეჩილაძეს პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე " პირადი თავდებობის" ფორმას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატიმროს გარეთ, გიორგი გაჩეჩილაძის ყოფაქცევაზე პასუხისმგებლობას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აიღებენ.

ერთ-ერთი ასეთი პიროვნება შალვა შავგულიძეა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ხულიგნობის ლევან გაჩეჩილაძის შვილი 30 ოქტომბერს დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შინაგან