ახალ პარლამენტში კაფეტერია არსებობს, თუმცა, ამ დრომდე, ობიექტი უფუნქციოდ რჩება.
ვინაიდან, საკანონმდებლო ორგანოში კაფეტერია არ მუშაობს, აპარატის თანამშრომლებსა და კანონმდებლებს კვებასთან დაკავშირებით, პრობლემები ექმნებათ.
კერძოდ, უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს საკვების შეძენა ორგანოს გარეთ უწევთ, მაგრამ ისინი აქაც პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ახალი პარლამენტის შენობაა განთავსებული სავაჭრო ობიექტები ახლო ტერიტორიაზე არ არის.
სავარაუდოდ, პარლამენტში კაფეტერიის პრობლემის მოგვარება უახლოეს მომავალში მოხდება, რადგან From.ge-ს ინფორმაციით, ამ პრობლემის აღმოფხვრა საკანონმდებლო ორგანოს აპარატს უკვე დაევალა.
რაც შეეხება პარლამენტში არსებული კაფეტერიის ინფრასტრუქტურას, უწყებაში განთავსებული კვების ობიექტი შვინდისფერ და თეთრი ფერის სკამებშია გადაწყვეტილი.