ნატალი აირიშის ტუჩებით შექმნილი ჯიმი ჰენდრიქსისა და მერილინ მონროს პორტრეტები(VIDEO)

ნატალი აირიშის ტუჩებით შექმნილი ჯიმი ჰენდრიქსისა და მერილინ მონროს პორტრეტები(VIDEO)

ნატალი აირიში ტეხასის შტატიდან, ერთი უბრალო ამერიკელი გოგონაა, რომელსაც სურდა შეექმნა რაღაც ახალი ხელოვნებაში. ბავშვობაში ის სამხატვრო სკოლაში დადიოდა. სწორედ, აქ დაიწყო მისი პირველი ექსპერიმენტები არტ ხელოვნებაში, თავდაპირველად სკულპტურებზე მუშაობდა, თუმცა სურვილი თანამედროვე არტში, რაღაც ახალი  სტილი შეექმნა იმდენად ძლიერი იყო, რომ  მალე სკულპტურას თავი დაანება და საინტერესო იდეის განხორციელებას შეუდგა.

იდეა კი ასე დაიბადა, ერთხელ ნატალიმ წითელი პომადა ტუჩებიდან ქაღალდის ხელსახოცით მოიშორა, ისე როგორც ეს მილიონობით ქალბატონს გაუკეთებია მსოფლიოში. უბრალოდ, ნატალის ხელსახოცი არ გადაუგდია, მოეწონა მასზე პომადის კვალი და გადაწყვიტა ეს ექსპერიმენტი დიდ ფორმატზე გადაეტანა. მას შემდეგ ნატალიმ ტუჩებით ხატვა დაიწყო და ასე შექმნა თავისი სტილი ახალ ხელოვნებაში.

პირველი პორტრეტი, რომელიც ნატალის „კოცნით“ შეიქმნა მერილინ მონროს პორტრეტი იყო.  ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა, ლეგენდარული მსახიობი იმიტომ დახატა, რომ მისთვის მკვეთრი წითელი პომადა სწორედ მერილინთან ასოცირდებოდა.

იმისათვის, რომ ეს ნამუშევარი შეექმნა ნატალის მხოლოდ ხუთი ცალი პომადა დასჭირდა, მუშაობაში დაახლოებით სამი საათი დახარჯა. ეს მარტივი შრომა სულაც  არ არის, ნატალი ქაღალდზე ათიათასობით „კოცნას“ ტოვებს. გარდა ამისა, მას მუშაობის პროცესში უწევს ქაღალდთან ახლოს ყოფნა, ამიტომ თვალებიც ეღლება. მხატვარს უკვე 20-ზე მეტი ნახატი აქვს, ერთ-ერთი, ბოლო ნამუშევარი ლეგენდარული გიტარისტის ჯიმი ჰენდრიქსის პორტრეტია.