ერ-რიადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერ-რიადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

საუდიის არაბეთის დედაქალქში სატვირთო ავტომანქანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავებულია 50-ზე მეტი. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა, ავარიამ გამოიწვია. სატვირთო ავტომობილი გზებზე განლაგებულ ერთ-ერთ კონსტრუქციას შეასკდა.

აფეთქების შედეგად აგრეთვე დაზიანდა ახლოს მდებარე საწარმო შენობა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება იყო თუ არა ეს ავარიის შედეგი თუ საქმე რაიმე ტერორისტულ ფაქტს ეხება.