ევროპაში უმუშევრობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია

ევროპაში უმუშევრობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია

ევროპაში უმუშევართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ოქტომბრის თვეში ჩატარებული გამოკველევების შედეგად, უმუშევართა რიცხვმა 18,5 მილიონს მიაღწია. შრომის ბირჟებთან გრძელი რიგები დგას.  ამ სიაში ესპანეთი ლიდერობს, სადაც უმუშევრობამ პროცენტულად ქვეყნის მაცხოვრებელთა 25%-ი მოიცვა.

ამ მონაცემებით ევროპა 17 წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. უმუშევრად დარჩენილი ევროპელები იწყებენ კერძო ბიზნესს, თუმცა მალე იძულებულები ხდებიან დახურონ ბიზნესი, შედეგად მათ მიერ აღებული საბანკო დავალიანებები იზრდება. მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო, გამყიდველები ასევე იძულებულნი არიან ფასებს დაუწიონ და ევროპა უკვე ინფლაციის საშიშროების წინაშე დგება.

ევროპული პოლიტიკის ცენტრის წამყვანი ეკონომისტის ფაბიან ცულიგას განცხადებით, ეკონომიკის ნელი ზრდა ევროპაში უმუშევრობის ზრდას უწყობს ხელს და ამ პრობლემის წინაშე ყველა აღმოჩნდა. 

„დღეს ყველას წინაშე ერთი პრობლემა დგას-ეკონომიკის პროგრამები და სტრურქტურული რეფორმები ეკონომიკის ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს, ეკონომიკის ნელი ზრდა და უმუშევრობის ზრდას უწყობს ხელს“,-აღნიშნავს ცულიგა.