თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრებისთვის სერვისის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა

თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრებისთვის სერვისის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა

თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრებისთვის შესაბამისი სერვისის ფუნქციონირების უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

 პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ცვლილება „საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ" სააკაშვილის 2005 წლის ბრძანებულებაში შევიდა.

 თბილისის აეროპორტში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქამდე სამთავრობო დარბაზის პირველ და მეორე სალონებსა და გასასვლელებში მხოლოდ წესრიგისა და დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა, თუმცა პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების თანახმად, მან სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრების შესაბამისი სერვისის ფუნქციონირების უნდა უზრუნველყოს.

 სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი სამთავრობო დარბაზის პირველი სალონითა და გასასვლელით თბილისის აეროპორტში სარგებლობენ - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პატრიარქი, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, დასახელებულ პირთა ოჯახის წევრები და მათ მიერ მოწვეული სხვა ქვეყნების თანამდებობის პირები.

 სამთავრობო დარბაზის მეორე სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ: მთავრობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების და მთავრობის თავმჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თბილისის მერი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დასახელებულ პირთა პირთა ოჯახის წევრები, თუკი, ისინი მათთან ერთად მგზავრობენ, ასევე, მათ მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები და დელეგაციები.