ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ნიუ-ჯერსის შტატი მოინახულა. მან ნიუ-ჯერსის სენატორ კრის კრისტისთან ერთად ჯერ ვეტმფრენით შემოუფრინა სტიქიური უბედურების ზონას, შემდეგ კი დაზარალებულებს ქალაქ ატლანტიკ-სიტიში პირადად გაესაუბრა.
„ჩვენ თქვენთან მოვედით და არასდროს დაგივიწყებთ. ჩვენ ყურადღება მივადევნებთ სიტუაციას და ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ აღდგენით სამუშაოებში“,-განუცხადა ობამამ ნიუ-ჯერსის მცხოვრებლებს.
თეთრმა სახლმა დააწესა ე.წ „15 წუთის წესი“-სწორედ ამ დროში უნდა გაეცეს პასუხი ობამას ადმინისტრაციიდან დაზარალებული შტატების გუბერნატორებს და მერებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. „არანაირი ბიუროკრატია და უწესრიგობა“,-განაცხადა ობამამ.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა რესპუბლიკელმა კრის კრისტიმაც კი, რომელიც ობამას ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად არის მიჩნეული, ობამასთან შეხვედრა „საუკეთესო სამუშაო შეხვედრად“ აღიარა.