ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს

ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს

ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს.  300-მდე  გაფიცული მუშა-მოსამსახურე  პორტის შესასვლელთან შეიკრიბნენ.

 ისინი პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, 10 ოქტომბრის გაფიცვის შემდეგ, პორტის მენეჯმენტისგან მიიღეს დაპირება, რომ გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნავენ, რომ  არც ერთი პირობა არ შესრულებულა.

„აქედან გამომდინარე, დღეს ისევ გამოვაცხადეთ უვადო გაფიცვა, რომელიც ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება“, - აცხადებენ ისინი.