საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

1. შეიქმნას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე -საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ფინანსთა მინისტრი; იუსტიციის მინისტრი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; საგარეო საქმეთა მინისტრი; სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში; შინაგან საქმეთა მინისტრი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; თავდაცვის მინისტრი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;  გარემოს დაცვის მინისტრი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს“.