ახალი პარლამენტის შენობაში არსებულ ფანჯრებში მინები უკვე იბზარება. დაბზარული მინა დღეს, From.ge-მ მე-4 სათათბირო ოთახში დააფიქსირა, რომელიც 65 ადგილიანია.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომლის მშენებლობაც ჯამში 360 მლნ ჯდება, მინების მსხვრევა ახალი არ არის, რადგან ფანჯრების გარდა, მინები ხშირად, შუშის სახურავზეც იბზარება, რომლის შეცვლაც მთამსვლელებს უწევთ.