„ბონდიანას“ 50 წლის იუბილე საქართველოში(VIDEO)

„ბონდიანას“ 50 წლის იუბილე საქართველოში(VIDEO)

მსოფლიო კინოსამყარო, წელს „ბონდიანას“ 50 წლის იუბილეს ზეიმობს, ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა. მათ შორის, გაიმართა  სემ მენდესის ახალი ფილმის  „ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სკაიფოლის“ მსოფლიო პრემიერა. სწორედ ეს ფილმი გავა დღეიდან საქართველოს კინოთეატრებში „რუსთაველი“ და „ამირანი“, ამ უკანასკნელმა „ჯეიმს ბონდის“ იუბილის აღნიშვნა უფრო მასშტაბურად გადაწყვიტა.

დღეს, 1-ელ ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანში“  „ბონდიანას“ პირველი ფილმის ეკრანებზე გამოსვლის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 40 უნიკალური ფოტო და 5 აფიშა, ოსკარის კინოაკადემიის, მარგარეტ ჰერიკის ბიბლიოთეკიდან, რომელიც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ოსკარის კინოაკადემიამ ამ გამოფენისთვის ექსკლუზიურად გამოუგზავნა.

ფოტოები ლეგენდარული ფილმის ყველა ეტაპს ასახავს - ფილმზე მუშაობის კადრები, ჯეიმს ბონდის მსახიობები და ინგლისის სამეფო ოჯახის პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის აქამდე უცნობი ფოტოკადრები.

გამოფენის შემდეგ, უნიკალური ფოტოები მუზეუმის ფოტოფონდში დარჩება.  გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და კომპანია „ბილაინი".