Al Jazeera-ს ინფორმაციით, ლიბიაში ათეულმა ადამიანმა შტურმით სცადა ქვეყნის პარლამენტის შენობის აღება. დემონსტრანტები შენობაში მაშინ შევარდნენ, როდესაც პარლამენტი ახალ მთავრობას და პრემიერმინსიტრ ალი ზეიდანს ამტკიცებდა.
პარლამენტის სპიკერის მოჰამედ მეგარიფის განცხადებით, ისინი უკვე ახალი მთავრობის წევრებს უყრიდნენ კენჭს, როდესაც განრისხებული დემონსტრანტები შენობაში შევარდნენ და სხდომა ჩაშალეს. მეგარიფის განცხადებით, ამან პარლამენტარების გარკვეულ ნაწილზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. დაცვამ აღელვებული ხალხის შენობიდან გაყვანა მოახერხა. არაბული ტელევიზიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსახლეობა ამ გზით ცდილობს მათთვის არასასურველი კანდიდატების დამტკიცების შეჩერებას.
ოქტომბრისთვის დასაწყისშიც აღელვებული ხალხი პარლამენტში შევარდა და პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენილი მუსტაფა აბუ შაგურის კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა. შაგურმა მაშინ ქვოთის მოგროვება ვერ შეძლო.